ავტორი:

სენაკში კაცს საკუთარ სახლთან მიკროავტობუსი დაეჯახა - ის ადგილზე დაიღუპა

სენაკში კაცს საკუთარ სახლთან მიკროავტობუსი დაეჯახა - ის ადგილზე დაიღუპა

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზანაში, კაცს საკუთარ სახლთან, მიკროავტობუსი დაეჯახა. 44 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა. ინფრმაციას "გურია TV"-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, უბედური შემთხვევა შობას მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.