ავტორი:

12 იანვარს კონსერვატორიაში სანდრო გეგეჭკორის საფორტეპიანო კონცერტი გაიმართება

12 იანვარს კონსერვატორიაში სანდრო გეგეჭკორის საფორტეპიანო კონცერტი გაიმართება

12 იანვარს ხელოვანთა გაერთიანება „კონცეპტArt“ და კომპანია „ვისმინო“ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ახალი თაობის გამორჩეული პიანისტის სანდრო გეგეჭკორის კონცერტს წარმოგიდგენთ.

სანდრო გეგეჭკორი/პიანისტი: რამდენიმე თვეა არ ვყოფილვარ საქართველოში, ჯულიარდის სკოლაში სწავლის გამო, ნიუ-იორკში მიწევს ყოფნა და მხოლოდ საშობაო არდადეგების დროს შევძელი ჩამოსვლა. ძალიან მომენატრა აქაურობა და ბედნიერი ვარ, რომ 2024 წელს საკონცერტო ცხოვრებას სწორედ ჩემი მშობლიური კონსერვატორიიდან დავიწყებ. სახლივით არის ჩემთვის ეს სცენაც, როიალიც, შევხვდები მონატრებულ აუდიტორიას. მიხარია, რომ გვექნება სიურპრიზები და კონცერტის დასასრულს „ვისმინოს“ შესანიშნავი ღვინითაც გავუმასპინძლდებით სტუმრებს.

თეო ჯორბენაძე / კრეატიული პროდიუსერი: ოქტომბრის ბოლოს სანდროს პირველ კონცერტს დავესწარი ნიუ-იორკში Morse Hall-ში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული განცდა იყო. ალბათ, 13-14 წლიდან მოვყვები და ვთანამშრომლობ მასთან და ვხედავ ყველა ეტაპზე როგორ ცდილობს განვითარდეს, მეტი ისწავლოს, მეტი გააკეთოს. გარდა ამისა, საოცარი მადლიერების მქონე ადამიანია და მასთან ურთიერთობა ყოველთვის სიხარულის მომტანია. ასე, რომ 12 იანვარს კონცეპტArt სანდროს დაიბედებს საუკეთესო სტუმრებთან ერთად, ვიწვევთ ყველას, ვისაც უყვარს კლასიკური მუსიკა.

სანდრო გეგეჭკორი მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატია. ის საფორტეპიანო სოლო კონცერტებს მართავს მსოფლიოს ცნობილ დარბაზებში: კონცერტ გებაუ - სამეფო დარბაზი (ამსტერდამი), კაიზერის დარბაზი (ვენა), ნანჯინგის საკონცერტო დარბაზი (ნანჯინგი). ასევე, გამოდის სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

2021 წელს მარია კანალსის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსე, რომელიც ბარსელონაში გაიმართა სანდრო გრან პრისა და მთლიანობაში 17 პრიზის მფლობელი გახდა.

ამჟამად, სანდრო გეგეჭკორი სწავლობს ნიუ იორკში, მსოფლიოში პრესრიჟულ “ჯულიარდის სკოლაში”, სადაც მან 2023 წელს პირველი სოლო კონცერტი გამართა.

ბილეთების შეძენა:

https://biletebi.ge/concept-art/sandro-gegechkoris-safortepiano-kontserti-sandro-gegechkori-piano-concert