ავტორი:

ელისაბედ ბორნმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

ელისაბედ ბორნმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

ელისაბედ ბორნმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ბორნის გადადგომა საპენსიო სისტემის სადავო რეფორმებთან და საიმიგრაციო კანონებთან დაკავშირებით წარმოქმნილ პოლიტიკურ კრიზისს მოჰყვა.

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ჯერჯერობით არ დაუსახელებია, თუ ვინ დაიკავებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას.

შეგახსენებთ, რომ ელისაბედ ბორნი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2022 წლის მაისიდან იკავებდა.