თბილისში ქმარმა ცოლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, კაცმა ცოლს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მამაკაცმა დაზიანებები თავადაც მიიყენა. ის ახლა კლინიკაშია, მას ოპერაცია ჩაუტარდა და მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს.