ირლანდიელი მომღერლის შინეად ო'კონორის გარდაცვალების მიზეზი ლონდონის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაასახელა. უწყების ცნობით, მომღერალი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
2023 წლის 27 ივლისს ო კონორი გარდაცვლილი იპოვეს ლონდონში, საკუთარ სახლში. ადგილობრივმა სასამართლომ მაშინვე განაცხადა, რომ გარდაცვალების მიზეზის დასადგენად ცხედრის ექსპერტიზა ჩატარდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შინეად ო'კონორის გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა.
მომღერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ წაიკითხეთ: