ფეხბურთის ცნობილი შვედი მწვრთნელი, სვენ გორან ერიქსონი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ საუბრობს. სვენი აცხადებს, რომ ექიმებმა მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და "საუკეთესო შემთხვევაში, 1 წლის სიცოცხლე დარჩენია".
75 წლის წარმოშობით შვედი მწვრთნელი ინგლისის ნაკრებისთვის პირველი უცხოელი მწვრთნელი იყო და ის გუნდს 2002 და 2006 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე უძღვებოდა. "სადამდეც შევძლებ, ვეცდები, რომ გავუძლო",- უთხრა ერიქსონმა შვედურ რადიო P1-ს.
"სერიოზული დაავადება მაქვს. საუკეთესო შემთხვევაში, 1 წელი ვიცოცხლებ, ყველაზე უარესში კი, უფრო ნაკლები. ამის თქმა ზუსტად შეუძლებელია, ამიტომ ჯობია, ამ საკითხზე საერთოდ არ ვიფიქრო", - ამბობს ერიქსონი,
ერიქსონმა, რომელსაც მწვრთნელობის 42-წლიანი კარიერა აქვს, 11 თვის წინ შვედური კლუბის კარლსტადის სპორტული დირექტორის თანამდებობა ჯანმრთელობის პრობლემების გამო დატოვა.
"ცდილობ, რომ თავი მოიტყუო, რადგან ადვილია დანებდე, ნეგატიური გახდე და სახლში გამოიკეტო. ამას სჯობს, რომ პოზიტივის დანახვა შევძლოთ და ასეთ რთულ დროს ბედს არ დავმორჩილდეთ".
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა