ავტორი:

ავარია მარნეულთან - არიან დაშავებულები

ავარია მარნეულთან - არიან დაშავებულები

ქვემო ქართლში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

შემთხვევა მარნეულთან მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია იყო მობილიზებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.