ავტორი:

"რუსმა "ტურისტებმა" შექმნეს საკუთარი ე.წ. "კომუნები" და თავის სტუმრებს თვითონვე ხვდებიან - სასტუმროების მოგების მარჟა 70%-ით არის შემცირებული" -  შალვა ალავერდაშვილი

"რუსმა "ტურისტებმა" შექმნეს საკუთარი ე.წ. "კომუნები" და თავის სტუმრებს თვითონვე ხვდებიან - სასტუმროების მოგების მარჟა 70%-ით არის შემცირებული" -  შალვა ალავერდაშვილი

"2016-2017 წლები იყო სამიზნე მაჩვენებელი და სულ ვამბობთ, რომ ამ მაჩვენებლებს უნდა დავუბრუნდეთ. ეს იყო პიკი, როცა თბილისი 90%-იანი წლიური დატვირთვით მუშაობდა. მაშინ ძალიან ბევრმა ადამიანმა აიღო დიდი ოდენობის სესხი, გაკეთდა უამრავი სასტუმრო, რომელთა დიდი ნაწილი პანდემიამდე ან პანდემიის პერიოდში დაიხურა. 2023 წელს დატვირთულობის მაჩვენებელი 65%-მდე ავიდა და ეს ამ გადმოსახედიდან უკვე არც ისე ცუდია“ - ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

"რეალურად სურათი ასეთია: უკრაინასთან ერთად ჩვენც საშიშ რეგიონად მოვიაზრებით, აზერბაიჯანთან საზღვარი ჩაკეტილია, ისრაელში ომია, რუსეთიდან ტურისტები, რომლებიც სასტუმროებში რჩებიან, თითქმის ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული, უკრაინიდან კი ტურისტები საერთოდ არ გვყავს - ამ სიტუაციაში, როგორ ინახავენ სასტუმროები თავს და როგორ არსებობენ, საერთოდ, გასაკვირია", - აცხადებს ალავერდაშვილი.

მისი თქმით, შეიცვალა ტენდენციები: თუ ადრე 5-7 თვით ადრე იგეგმებოდა, რა იქნებოდა სეზონზე, ახლა 2 კვირის განმავლობაში იღებენ ჯავშნებს და ავსებენ სასტუმროებს. „სასტუმროების მოგების მარჟა თითქმის 70%-ით არის შემცირებული 2016-2017 წლებთან შედარებით. ეს არ ნიშნავს, რომ დაიქცა სექტორი, თუმცა გათვლები რაზეც იყო და სესხები რა მოლოდინებითაც აიღეს, ეს ციფრები სრულიად შეუსაბამოა...წაიკითხეთ სრულად