სერია A-ს მე-20 ტურში "ნაპოლისა" და "სალერნიტანას" მატჩის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას, თუმცა უხიფათოდ უტევდნენ, მოედანზე საინტერესო არაფერი არ ხდებოდა, სტუმრები კი შორიდან დარტყმული ბურთით კანდრევამ დააწინაურა. კომპენსირებულ დროში სიმეონეს მოპოვებული პენალტიდან ანგარიში პოლიტანომ გაათანაბრა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
"ნაპოლის" ძირითადი შემადგენლობა დღეს ასეთია:
გოლინი, დი ლორენცო, რუი, ჟესუსი, რაჰმანი, ლობოტკა, კაიუსტე, გაეტანო, კვარაცხელია, სიმეონე, პოლიტანო