ავტორი:

რუსეთში აცხადებენ, რომ უკრაინამ კურსკის ოლქზე დრონებით თავდასხმა განახორციელა

რუსეთში აცხადებენ, რომ უკრაინამ კურსკის ოლქზე დრონებით თავდასხმა განახორციელა

უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები კურსკის ოლქის გლუშკოვსკის რაიონის ტეტკინოს დასახლებას დაესხნენ თავს, - ინფორმაციას რუსული მედია რეგიონის გუბერნატორზე, რომან სტაროვოიტზე დაყრდნობით ავრცელებს.

"სამწუხაროდ არის დაშავებული", - განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელი და დასძინა, რომ დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად, ორ სახლში მინები ჩაიმსხვრა.