ავტორი:

"აღმოჩნდა სულ სხვა რეალობა“ - რას აცხადებენ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე ერთ-ერთ კომპანიაში, რომელსაც მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა?

"აღმოჩნდა სულ სხვა რეალობა“ - რას აცხადებენ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე ერთ-ერთ კომპანიაში, რომელსაც მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა?

წერეთლის რეაბილიტაციაზე მომუშავე ორ კომპანიას ხელშეკრულებები შეუწყდა. მერიის განცხადებით, "მილენიუმ ბილდერს გრუპმა“ და "ერ ტე დე"-მ, არ შეასრულეს დაკისრებული ვალდებულებები, რამაც პროცესის გაჭიანურება გამოიწვია.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება კომპანია "მილენიუმ ბილდერს გრუპი“, სადაც "ბიზნესპრესნიუსთან“ იმ მიზეზებს განმარტავენ, რამაც ვადების გადაწევა გამოიწვია.

კომპანიის ტენდერების მენეჯერის ვახტანგ ჯალიაშვილის თქმით, ადგილზე მისულ კომპანიას დახვდა ისეთი ტექნიკური პრობლემები, რომელიც საპროექტო დოკუმენტაციით არ იყო გათვალისწინებული. მათ შორის, ადგილზე მუშაობდნენ წყლის, გაზისა და ინტერნეტის კომპანიები, რომლებმაც როგორც ვახტანგ ჯალიაშვილი ამბობს, დაკისრებული სამუშაოები თავის დროზე ვერ შეასრულეს, შესაბამისად, კონტრაქტორ კომპანიებსაც საქმიანობის დაწყება გაუჭიანურდათ.

"არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ იმ ტენდერის გამოცხადებიდან მოყოლებული იმდენი ტექნიკური პრობლემა იყო, დავალების შესრულებისას წარმოქმნილი, რა ნახაზებით და საპროექტო დოკუმენტაციითაც ჩვენ ვხელმძღვანელობდით, სამუშაოების კეთება რომ დავიწყეთ, აღმოჩნდა სულ სხვა რეალობა. არ იყო არანაირი დაზუსტებები, არანაირი დოკუმენტაცია, მაგალითად, სად გადიოდა კაბელები და ა.შ. ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებიდან გამომდინარე, ობიექტზე შესული იყო წყლის, ასევე, გაზის კომპანიები, "სილქნეტი“, სანამ ეს კომპანიები არ დაასრულებდნენ თავის სამუშაოებს, ჩვენ ფიზიკურად ვერ შევძლებდით ასფალტის დაგებას. გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე: