FIFA-მ 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა. ათეული ასეთია:
როგორც ხედავთ, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური "ნაპოლის" შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია სიაში მეათე პოზიციაზეა.
ჩვენ დავინტერესდით, ვინ მისცა ხმა ხვიჩა კვარაცხელიას. როგორც ოფიციალურად გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, ხვიჩას ხმა მისცა 29 ადამიანმა.
საინტერესოა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნისთვის, გურამ კაშიასთვის ხვიჩა კვარაცხელია მესამე არჩევანი იყო. კაშიას რჩეული სამი ფეხბურთელი ასეთია (რიგითობა დაცულია) - 1. ლეო მესი, 2. კილიან მბაპე, 3. ხვიჩა კვარაცხელია.
ჩვენი ნაკრების მწვრთნელის, ვილი სანიოლის პირველი არჩევანი კვარაცხელიაა. ვილის სამეული ასე გამოიყურება - ხვიჩა კვარაცხელია, ერლინგ ჰალანდი, როდრი.
კვიპროსის ნაკრების მწვრთნელისთვის, თემურ ქეცბაიასთვისაც ხვიჩა, კაშიას მსგავსად, მესამე არჩევანი იყო. ქეცბაიას სამეული ასეთია - ლეო მესი, კევინ დე ბრუინი, ხვიჩა კვარაცხელია
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, წარმოშობით ქართველმა გიორგი ჯიქიამ ფავორიტად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა. ჯიქიას სამეული ასეთია - ხვიჩა კვარაცხელია, ლეო მესი, კევინ დე ბრუინი.
ხვიჩა ასევე დაასახელა თანაგუნდელმა ამირ რაჰმანიმაც, რომელიც კოსოვოს ნაკრების კაპიტანია. რაჰმანის სამეული ასეთია - ვიქტორ ოსიმენი, ხვიჩა კვარაცხელია, ლეო მესი.
ვინ ვის მისცა ხმა - სია ნახე ბმულზე