ავტორი:

კარიმ ბენზემამ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს უჩივლა - "მინისტრის განცხადება შეურაცხყოფს ღირსებას და რეპუტაციას"

კარიმ ბენზემამ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს უჩივლა - "მინისტრის განცხადება შეურაცხყოფს ღირსებას და რეპუტაციას"

ფრანგმა ფეხბურთელმა, კარიმ ბენზემამ, ცილისწამებისთვის, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს უჩივლა. მიზეზი ისაა, რომ შს მინისტრმა ის "მუსლიმურ საძმოსთან“ კავშირში დაადანაშაულა.

მინისტრმა ჯერალდ დარმანინმა გასული წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ ბენზემას აქვს კავშირი ისლამისტურ დაჯგუფებასთან. ფეხბურთელის ადვოკატის თქმით, შს მინისტრის ეს განცხადება ძირს უთხრის სპორტსმენის ღირსებას და რეპუტაციას.

დარმანინმა ბენზემა დაჯგუფებასთან კავშირში მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც ფეხბურთელმა სოციალურ ქსელ X-ში პოსტი გამოაქვეყნა და ღაზაში მცხოვრებ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა. "უსამართლო დაბომბვა არ ზოგავს არც ქალებს და არც ბავშვებს“, - წერდა მაშინ ბენზემა.

36 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად საუდის არაბეთში თამაშობს, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრალდება უარყო და ყოველივეს ცილისწამება უწოდა.

ბენზემა ამბობს, რომ არასდროს ჰქონია კავშირი "მუსლიმთა საძმოსთან" და არც არავის იცნობს ისეთს, ვისაც კავშირი აქვს დაჯგუფებასთან.