გერმანიის პარლამენტმა უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემას მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას
გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, რეზოლუციის პროექტს 178-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 485 წინააღმდეგ წავიდა.
რეზოლუციის წინააღმდეგ გამოვიდნენ სამთავრობო კოალიციის წევრები “მწვანეები” და "თავისუფალი დემოკრატიული პარტია", რომლებიც აქამდე მხარს უჭერდნენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას, მათ შორის ფრთოსანი რაკეტებით.
გამოცემის ცნობით, აღნიშნულმა პარტიებმა ოპოზიციაში მყოფი "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" ინიციატივა გერმანიის შიდაპოლიტიკურ დებატებში ტაქტიკური უპირატესობის მოპოვების მცდელობად აღიქვეს.