ავტორი:

ფოტო შანხაიდან, სადაც მმართველი გუნდის დელეგაციის ვიზიტი მიმდინარეობს

ფოტო შანხაიდან, სადაც მმართველი გუნდის დელეგაციის ვიზიტი მიმდინარეობს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს შანხაიში განაგრძობს.

ვიზიტიდან ფოტოს სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვიქტორ სანიკიძე საკუთარ "ინსტაგრამ" გვერდზე აქვეყნებს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა პეკინშიც.

მმართველი პარტიის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვიქტორ სანიკიძე.