ავტორი:

კიმ კარდაშიანი ვიქტორია ბექჰემს ჰბაძავს? - ვის ეკუთვნის კარდაშიანის 18 000-დოლარიანი სათხილამურო კოსტიუმი, რომლის ანალოგიც ვიქტორიას 18 წლის წინ ეცვა

კიმ კარდაშიანი ვიქტორია ბექჰემს ჰბაძავს? - ვის ეკუთვნის კარდაშიანის 18 000-დოლარიანი სათხილამურო კოსტიუმი, რომლის ანალოგიც ვიქტორიას 18 წლის წინ ეცვა
  • მთავარ ფოტოზე: კიმ კარდაშიანი და ვიქტორია ბექჰემი

კიმ კარდაშიანი ჩაცმულობის ინსპირაცია ვიქტორია ბექჰემი გახდა.

"კარდაშიანების შოუს" ვარსკვლავი კოლორადოს ზამთრის კურორტზე, ასპენში, გამოჩნდა შანელის ტყავის სათხილამურო კოსტიუმით, რომელიც ვიქტორია ბექჰემს 2006 წელს ეცვა. 2004 წლის შეზღუდული რაოდენობით გამოსული კოლექციიდან კიმმა ტყავის სპორტული ქურთუკი და მისივე შარვალი მორიგო.

  • აღსანიშნავია, რომ ორეულის საერთო ფასი $18 000-ს აჭარბებს.

კიმ კარდაშიანმა არც აქსესუარები დაივიწყა და ხელთათმანები და სათვალეც გაიკეთა, თუმცა თვალში მოსახვედრი კიდევ ერთი დეტალი იყო, მას ჩაფხუტი არ ეფარა.

კიმი კურორტზე დებთან ერთად ისვენებს. მისგან განსხვავებით, ქლოი და კენდალი თოვლიანი კურორტისთვის შესაბამისად იყვნენ ჩაცმულები.

ქლოი კარდაშიანი

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა