ბოლო შეიარაღებულ კონფლიქტებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ძალზე ინტენსიურად გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებისა და კლასის დისტანციურად ან ავტომატურ რეჟიმში მართვადი საფრენი აპარატები, რომელთა ჩამოგდება დიდ თავსატეხად იქცა ნებისმიერი ქვეყნის მეზენიტისთვის.
დრონების არასასურველი ფრენების შეწყვეტა ცეცხლსასროლი იარაღის, საზენიტო რაკეტების ან სულაც - დამჭერი ბადეებითაა შესაძლებელი, ხოლო რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით კი - მათთვის "თავგზის აბნევა“, რომ მიზანს ასცდნენ.
თუმცა დღეს, ასევე, ძალზე აქტუალურად განიხილება ლაზერული იარაღით მათი დაზიანება/ჩამოგდების შესაძლებლობებიც, მით უფრო, რომ უმეტესი დრონების ძირითადი დეტალები პლასტმასისაა და მაღალენერგეტიკულ ლაზერის სხივს მართლაც შეუძლია, კომპოზიციური მასალებისგან დამზადებული დრონის კონსტრუქციის, ასევე, მისი ოპტიკური ხელსაწყოების დაზიანება.
გთავაზობთ იმ ნაკლებადცნობილ ისტორიას, თუ როგორ შექმნა ქართველმა გენერალმა "ლაზერული პისტოლეტი“ საბჭოთა კოსმონავტებისთვის კოსმოსში, უჰაერო სივრცეში "ვარსკვლავთ ომებისთვის“ - კოსმოსური სადგურის დასაცავად "კოსმოსური პირატებისგან“ ან პირიქით - სხვისი თანამგზავრის დასაპყრობად...
"ვარსკვლავური ომებისთვის" მზადება კოსმოსში პირველი ადამიანის გასვლისთანავე დაიწყო. 1961 წლის 12 აპრილს დედამიწის ორბიტაზე გასული პირველი კოსმონავტი იური გაგარინი "მაკაროვით" იყო შეიარაღებული. პისტოლეტი საპარაშუტო სისტემის ხელუხლებელ მარაგში იმ შემთხვევისთვის შეიტანეს, თუკი მიწაზე დაშვებულ გაგარინს გარეული ცხოველებისგან თავის დაცვა დასჭირდებოდა… ან იქნებ თავის მოკვლა, თუკი ის საბჭოთა კავშირის ტერიტორიის ნაცვლად, შემთხვევით, ჩრდილო-ამერიკის კონტინენტზე დაეშვებოდა? წაიკითხეთ ვრცლად