იტალიის სუპერთასის ფინალში, რომელიც ერ რიადში გაიმართა, ერთმანეთს "ნაპოლი" და "ინტერი" დაუპირისპირდნენ.
მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
ნეაპოლური გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, თუმცა მომენტებს ვერც ერთი გუნდი ვერ ქმნიდა და არც ისე ლამაზი სანახავი იყო. შემდეგ მილანურმა გუნდმა შეუტია, თუმცა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
მეორე ტაიმში ფეხბურთელებმა უხეშობას უმატეს. მატჩის 61-ე წუთზე მსაჯმა ჯოვანი სიმეონე მოედნიდან გააძევა და "ნაპოლი" 10 ფეხბურთელით დარჩა. რაც შეეხება კვარაცხელიას, ის მთავარმა მწვრთნელმა მოედნიდან მატჩის 67-ე წუთზე გაიყვანა.
დრამატულ მატჩში გამარჯვების გოლი ლაუტარო მარტინესმა 91-ე წუთზე გაიტანა და "ინტერი" სუპერთასის გამარჯვებული გახდა.