სუდანი მზად იყო, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ეცნო

სუდანი მზად იყო, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ეცნო

სუდანი მზად იყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინა, განაცხადა ახალი სახელმწიფოების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორმა ალექსეი მარტინოვმა.

”საკუთარი შიდა სეპერატიზმის პრობლემის რეფერენდუმის გზით გადაწყვეტის მოტივით, სუდანი მზად იყო 2008 წელს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ხომ სწორედ რეფერენდუმის გზით არის გამოცხადებული და გამტკიცებული. თუმცა, 2008-2009 წლებში სუდანის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაწყებული კონტაქტები რუსეთის საგარეო საქმეთა  სამინისტრომ უხეშად ჩაშალა. რატომ აუკრალეს რუსმა ჩინოვნიკებმა სუდანს მათ მიერვე აღიარებული სახელმწიფოების აღიარება, გამოცანად რჩება”, - აცხადებს ალექსეი მარტინოვი.

როგორც სააგენტო იუწყება, სუდანში დღეს სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობის გამოცხადების თაობაზე ერთკვირიანი რეფერენდუმი დაიწყო. რეფერენდუმი გამოარკვევს, აფრიკის ყველაზე დიდი სახელმწიფო - სუდანი,  სამხრეთად და ჩრდილოეთად გაიყოფა, თუ კვლავ ერთიანი ქვეყანა იქნება. 

მომზადებულია regnum.ru-ს მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?