რაიმონდ პაულსი: "გული მწყდება, რომ მე ყველა მუსიკოსივით ვლოთობდი..."

რაიმონდ პაულსი: "გული მწყდება, რომ მე ყველა მუსიკოსივით ვლოთობდი..."

გამოჩენილი ლატვიელი და საბჭოთა კომპოზიტორი, პოლიტიკური მოღვაწე, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორი, შვედეთის სამეფო ორდენის პოლარული ვარსკვლავის I ხარისხის კავალერი, უამრავი საესტრადო ჰიტისა და კინოფილმების მელოდიის ავტორი, ახალგაზრდა შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსების - "იურმალასა" და "ნოვაია ვალნას" ავტორი რაიმონდ პაულსი 1936 წლის 12 იანვარს ქალაქ რიგაში ვოლდემარ და ალმა-მატილდა პაულსების ოჯახში დაიბადა. მამამისი მუსიკოსი იყო, დედა - მქარგველი.

მუსიკალური გზის დასაწყისი

რაიმონდ ვოლდემაროვიჩი ბავშვობიდანვე უკრავდა ფორტეპიანოზე. სამი წლის ბიჭუნა 1-ლი მუსიკალური ინსტიტუტის საბავშვო ბაღში დადიოდა, საიდანაც დაიწყო მომავალი კომპოზიტორის მუსიკალური განათლება. შემდეგ ყმაწვილმა რაიმონდმა სწავლა რიგის სამუსიკო სკოლაში გააგრძელა.

1958 წელს პაულსმა რიგის კონსერვატორია დაამთავრა ფორტეპიანოს კლასით. ჯერ კიდევ სტუდენტობისას რაიმონდმა თავი გამოიჩინა როგორც კარგმა პიანისტმა. სწავლის პარალელურად კომპოზიტორი პროფკავშირის კლუბებში საესტრადო ორკესტრში პიანისტად მუშაობდა. უკრავდა რესტორნებში, კარგად იც­ოდა ჯაზური კლასიკა და თანამედროვე სიმღერები. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუსიკოსი რიგის საესტრადო ორკესტრის წევრი გახდა. საკონცერტო გამოსვლები ჰქონდა საქართველოში, უკრაინაში...

არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩენილ კომპოზიტორს 75 წელი შე­უსრულდა. დაბადების წინა დღეს პაულსმა კორესპონდენტს უამბო, რატომ არ ეყოლებოდა იმ დღეს სტუმრები, როგორ "მოსწყდა" პუგაჩოვას, როგორ უყვ­ა­რს უკრაინული სა­ლა და პიჟამაში გამოწყობილი როგორ ყიდულობდა არაყს.

- რაიმონდ ვოლდემაროვიჩ, ხვ­ალ 75 წლის იუბილეს იზეიმებთ?

- ბევრს ვმუ­შაობ და არ ვაპ­ი­­რებ დაბადების დღ­ის აღნიშვნ­ას. ყოველდღე კო­ნც­­ე­რტები და რეპეტიციები მაქვს. იუბილეებს კი ორმოცდაათ წელზე მეტია აღარ აღ­ვნიშნავ - რამდენი შეიძლება? არც სპეციალურ საიუბილეო პროგ­რ­ამას შევუკვეთ. უბ­რალოდ, ჩემთან რიგის თეატრში სა­ფორტეპიანო კონცერტს გავმართავ. სტუმრადაც არავის მოვიპატიჟებ. ალბათ იმიტომ, რომ მასშტაბურს არაფერს ვგეგმავ.

- პუგაჩოვასაც არ დაპატიჟებთ?

- არა! პუგაჩოვა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, მე - ჩემით. 2009 წელს გამართულ მის იუბილეზეც არ ვყოფილვარ. არ მიყვარს ასეთი ღონისძიებები. ადრე ერთი სამეგობრო წრე გვქონდა, ჩვენთან იყო ილია რეზნიკი - ერთმანეთს რესტორნებში ვხვდებოდით, ერთად ვისვენებდით, ვმხიარულობდით, ზომიერად ვსვამდით. ეს 1980-იანი წლები იყო - ეს პერიოდი განსაკუთრებით წარმატებულად მიმაჩნია, იმ დროს საკავშირო პოპულარობა მოვიპოვე, მაგრამ არ ვიცი, რატომ... მე ხომ უბრალოდ ვუკრავდი, რაღაცას ვწერდი. ალბათ, ტელევიზიის, პუგაჩოვასა და ლეონტიევის წყალობით... შემდეგ შემოიღეს ყველა ეს საზღვრები, ყველაფერი შეიცვალა.

- ახლა ხშირად ნახულობთ ალა ბორისოვნას?

- სამწუხაროდ, იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს. მხოლოდ ზაფხულში. მე ყოველთვის ვცდილობ მა­სთან კარგი ურთიერთობა შევინარჩუნო.

- მართალია, რომ ფოტრეპიანოზე დაკვრა ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში ისწავლეთ?

- არა, ჯერ საბავშვო ბაღში არც კი დავდიოდი! უბრალოდ, მოკრძალებული შემოსავლის გამო, მშობლებმა ძველი პიანინო მიყიდეს: ყველაფერი აქედან დაიწყო. მამაჩემის ოცნება იყო, მუსიკოსი გამოვსულიყავი.

- როგორც მოცარტი?

- არა, არ მინდა, ასე მაღალ რეგისტრში მელაპარაკებოდნენ. მოცარტი გენიაა. ეს საერთოდ სხვა ამბავია, მე მოკრძალებული ადამიანი გახლავართ. თავიდან არ მიყვარდა მუსიკა, უბრალოდ, მშო­ბლები მაძალე­ბდნენ!

- შემდეგ რეს­ტო­რნებში უკრავ­დით...

- დიახ, რესტორნებსა და კლუ­ბებში ვუ­კრავდი და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ეს უდიდესი პრაქტიკა გახლდათ. ეს გამოცდილება, რა თქმა უნდა, არყის გარდა, მო­მავალში ძა­ლიან გა­მომადგა. ფიზიკურად ძალიან ძნელი იყო - ნასვამი საზოგადოება, კვამლით გაბუღული შე­ნობები... რას იზამ, ასეთია მუსიკოსის ბე­დი. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში ძალიან გამიმარ­თლა.

- თქვენ ისეთ პოეტებთან მუშაობდით, როგორიც, მა­გალითად, ცხონებული ანდრეი ვო­ზნესენსკი იყო, რომ­ე­ლთან ერთადაც პუგა­ჩოვასთვის "მილიონი წითელი ვა­რდი" შექმენით...

- ვოზნესენსკი უდ­იდესი პოეტი, ინტელიგენტი და ჭკვიანი ადამიანი იყო. მე კარგი ურ­თიერთობა მქონდა მასთანაც და ევგენი ევტუშენკოსთ­ა­ნაც. დიდი ბედნიერება გახლდათ ამ უდიდეს ადამიანებთან ურთიერთობა.

- ახლა რამდენად ხშირად ქმნით მუსიკ­ას?

- იშვიათად. რო­გორც მუსიკოსი ბევრს ვუკრავ. მუსიკის დაწერისგან თავს ვიკავებ, მაგრამ თეატრისთვის მაინც რაღაცას ვაკეთებ.

- რაიმონდ ვოლ­დ­ემაროვიჩ, ამობენ, რომ ძალიან მეოჯახე ხართ...

- დიახ, მიყვარს საოჯახო საქმეები, ჩემთვის ეს დასვენებაა. მიყვარს წესრიგი საკუთარ სახლში. ეს ჩვევა, ეტყობა, მშობლებისგან გამომყვა, ისინი უბრალო, მშრომელი ადამიანები იყვნენ. აი, კერძების მომზადება არ მეხერხება, ჭამა კი ძალიან მიყვარს. სხვათა შორის, ვგიჟდები უკრაინულ სალაზე.

- არის რამე, რასაც ხანგრძლივი კა­რიერის განმავლობაში ნანობთ?

- ერთადერთი, რაზეც გული მწყდება ისაა, რომ კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მრავალ წელი, როგორც პიანისტი არ ვმეცადინეობდი. როგორც პიანისტს, კარგ კარიერას მიწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა ჟანრით ვიყავი დაკავებული. ისე, მართალი რომ ვთქვა, არც ისე ძალიან მწყდება ამის გამო გული - სიმფონიურ ორ­კესტრთან ერთადაც შემიძლია გამოსვლა და კლასიკის დაკვრაც შემიძლია. და კიდევ, გული იმის გამო მწყდება, რომ სხვა მუსიკოსების მსგავსად ბევრს ვსვამდი. კიდევ კარგი, რომ ამ მავნე ჩვევას თავი დავანებე. ლოთობამ ნიჭიერ ადამიანებს ბევრი გასაჭირი მოუტანა.

- თქვენ ხომ სმას ახალგაზრდობაში დაანებეთ თავი...

- 1962 წლიდან აღარ ვსვამ. ალბათ საჭიროა "ბოჰემური" ცხოვრების გავლა. ისეც ხდებოდა, რომ არყის საყიდლად სასტუმროს ბარში პიჟამაში ჩაცმულიც ჩავსულვარ, მაგრამ ყველაფერი ეს ახალგაზრდობისას იყო და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.

- ახლა არ გაღიზიანებთ, რო­დესაც გარშემო ხალხი სვამს?

- თუკი ადამიანები ისვენებენ, ზომიერად სვამენ, ნორმალურია. მაგრამ მეზიზღება, როდესაც ჩემი პროფესიის ადამიანები ლოთობენ და სცენაზე ან რეპეტიციის დროს სვამენ.

პოლიტიკაზე, ნოსტალგიასა და ცოლზე

პოლიტიკაზე:

"პოლიტიკას თავი დავანებე. დიდი შეცდომა დავუშვი, როდესაც თავის დროზე ლატვიის კულტურის მინისტრობაზე დავთანხმდი. ეს შემოქმედებითი ადამიანის საქმე არ არის. რა თქმა უნდა, ცუდი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ბევრი დრო დავკარგე. რაც მთავარია - ნერვები და ჯანმრთელობა".

საბჭოთა კავშირზე:

"საბჭოთა კავშირი არ მენატრება, ნოსტალგია შეხვედრებზე, ასე ვთქვათ, "წლის საუკეთესო სიმღერებზე" მაქვს, სადაც მონაწილეობდნენ მომღერლები უკრაინიდან, ყაზახეთიდან, საქართველოდან... მუსიკალური აზროვნებით, საინტერესო იყო. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. იმპერია კი მაინც დაინგრეოდა"...

ცოლზე:

"უკვე აღარც კი მახსოვს, როგორ გავიცანი ოდესელი მეუღლე, - თითქმის ორმოცდაათი წელია ერთად ვართ. იგი ხშირად მეუბნება, ხალხმა რომ იცოდეს, როგორი ტირანი ხარ, შენთან არავის არ ექნებოდა ურთიერთობის სურვილიო!"

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება