ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მზად არის დიდი, გრძელი გზა გაიაროს ყველა მძევლის გასათავისუფლებლად, თუმცა შეინარჩუნებს ისრაელის უსაფრთხოებას.
"არც ერთი მოთხოვნა არ დაგვიმატებია. ერთადერთი, ვინც ათობით ცვლილების შემოღება მოითხოვა, "ჰამასია“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, მისი თქმით, ისრაელი ირანის მხრიდან შესაძლო თავდასხმას შესაბამისად უპასუხებს.
"ჩვენ ვუპასუხებთ და მძიმე ფასით ვაზღვევინებთ ჩვენს წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერი აქტისთვის, ნებისმიერი ფრონტიდან“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.