კურტ ვონეგუტის „სასაკლაო 5“ უკვე წიგნის მაღაზიებშია. მისი შეძენა ერთი კვირის განმავლობაში „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში სპეციალურ ფასად 10 ლარად იქნება შესაძლებელი. მკითხველებს ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ წიგნის ონლაინ, palitral.ge-ზე შეძენის შემთხვევაშიც.
„სასაკლაო 5“ ამერიკელი მწერლის, კურტ ვონეგუტის ნახევრად ავტობიოგრაფიული, ანტიმილიტარისტული რომანია. რომანის მთავარი გმირი, ბილი პილგრიმი რიგითი ამერიკელია და სიუჟეტი მისი ცხოვრების პერიოდს მიჰყვება: ბავშვობა 20-იანი წლების აშშ-ში, ტყვედ ყოფნა გერმანელებთან მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, პოსტტრავმული სტრესი, „ჩვეულებრივი“ სამსახური, სტანდარტული ქორწინება და შვილები. პარალელურად, ბილი პილგრიმი დროში მოგზაურობს. ტექსტში დიდი ყურადღება ეთმობა ბილის ტყვეობის პერიოდს და მის გადარჩენას დრეზდენის დაბომბვის დროს, როგორც ტყვედ ჩავარდნილი, ეს უკანასკნელი კი თავად ავტორის მიერ სამხედრო სამსახურში გამოცდილი პერიოდითაა შთაგონებული. ნაწარმოები შერაცხულია, როგორც „შეუდარებელი მორალური სიცხადის მქონე" და „უკვდავი ანტიმილიტარისტული ნაწარმოები“.
„სასაკლაო 5“„პალიტრა L-ის“ სერიის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ რიგით მეშვიდე წიგნია.
გამომცემლობამ ახალი სერიის გაკეთება პროექტის „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადაწყვიტა. 15 წიგნის შესარჩევად აქტიურად მიმდინარეობს ფართო საზოგადოების გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობა უკვე მიიღო ათეულობით ათასმა ადამიანმა. დარჩენილი 8 წიგნის შესარჩევად გამოკითხვის პროცესი გრძელდება.
R