უკრაინაში მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა 90 დღით, 12 აგვისტოდან 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდა.
ეს უკრაინაში მიმდინარე ომის პერიოდში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის უკვე მე-12 შემთხვევაა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა, როდესაც ვლადიმერ პუტინმა ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" დონბასის "დასაცავად" გამოაცხადა. იმავე დღეს უკრაინაში საომარი მდგომარეობა შემოიღეს. 15 მარტს უზენაესმა რადამ მიიღო კანონი საომარი მდგომარეობის გაგრძელების შესახებ.