ავტორი:

კოლინ ჰუვერის "ყველაფერი მთავრდება ჩვენით":  მსოფლიო ბესტსელერის წარმატება და წიგნის ჰოლივუდური ეკრანიზაცია საქართველოში

კოლინ ჰუვერის "ყველაფერი მთავრდება ჩვენით":  მსოფლიო ბესტსელერის წარმატება და წიგნის ჰოლივუდური ეკრანიზაცია საქართველოში

კოლინ ჰუვერი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ავტორია, რომელმაც მილიონობით მკითხველის გული მოიგო მთელს მსოფლიოში. მისი წიგნები ცნობილია ღრმა სიუჟეტებით, ემოციური განცდებითა და ისტორიის მოულოდნელი შემობრუნებებით, რაც მათ პოპულარულს ხდის სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში.

კოლინ ჰუვერი ოსტატურად იკვლევს თავისი პერსონაჟების ფსიქოლოგიას, ეხება ისეთ მნიშვნელოვან და მგრძნობიარე თემებს, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, ფსიქიკური დაავადება და თვითგამორკვევის საკითხები. ავტორი აქტიურად ურთიერთობს თავის მკითხველთან სოციალური მედიის საშუალებით, რაც ქმნის კავშირის განცდას ავტორსა და მის აუდიტორიას შორის.

კოლინ ჰუვერის წიგნები ვირუსულად გავრცელდა TikTok პლატფორმაზე, ამან კიდევ უფრო გააძლიერა ინტერესი მისი ნამუშევრების მიმართ.

კოლინ ჰუვერი და ბლეიკ ლაივლი

„ყველაფერი მთავრდება ჩვენით“: - გზა ჰოლივუდისაკენ

ჰუვერის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წიგნი გახლავთ რომანი - „ყველაფერი მთავრდება ჩვენით“. ეს არის ახალგაზრდა ქალის, სახელად ლილი ბლუმის ისტორია, რომელიც მძიმე ბავშვობის მიუხედავად, პოულობს ძალას წინ წავიდეს და საკუთარი ბედნიერება უზრუნველყოს, მაგრამ როდესაც ის აწყდება ურთიერთობის პრობლემებს, დგება არჩევანის წინაშე, სიყვარულსა და თვითგადარჩენას შორის.

წიგნის წარმატება შეუმჩნეველი არ დარჩენილა და 2024 წელს, რომანის მიხედვით გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი, რომლის ეკრანიზაცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც ახლა მიმდინარეობს. ფილმში მთავარ როლს პოპულარული მსახიობი ბლეიკ ლაივლი ასრულებს.

პრემიერა საქართველოში

8 აგვისტოდან ფილმის ნახვა „კავეას“ კინოთეატრებშია შესაძლებელი. ხოლო 9 აგვისტოს გაიმართება ფილმის დახურული ჩვენება, რომლის მოსაწვევებიც გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ფეისბუქის გვერდზე თამაშდება. კოლინ ჰუვერის წიგნების გამოცემის საავტორო უფლებები „პალიტრა L”-ს ეკუთვნის. ამ ავტორის წიგნები გამოსვლის დღიდან მუდმივად იკავებს ბესტელერის თაროს. ფილმის პრემიერასთან ერთად გამოიცა კოლინ ჰუვერის მეოთხე წიგნის ახალი თარგმანი „გულის ძვლები“, რომელიც „ბიბლუსის“ ფილიალებშია ხელმისაწვდომი.

წიგნის „ყველაფერი მთავრდება ჩვენით“ განახლებული გარეკანით შეძენა კი კავეა გალერიაშიცაა შესაძლებელი.

თვალი ადევნეთ „პალიტრა L”-ის ფეისბუქის გვერდს და მოიგეთ კინოს მოსაწვევები.

R