ავტორი:

Upgaming-ი SEO-ს მასტერკლასსა და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას გთავაზობთ -  კანდიდატების შერჩევა დაიწყო

Upgaming-ი SEO-ს მასტერკლასსა და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას გთავაზობთ -  კანდიდატების შერჩევა დაიწყო

საერთაშორისო კომპანია Upgaming-ი უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს მათ, ვისაც SEO-ს მუშაობის სპეციფიკის უფრო სიღრმისეულად შესწავლა და ტექნოლოგიური უნარების დახვეწა სურს. უფრო კონკრეტულად, კომპანია 1-ლი სექტემბრიდან იწყებს უფასო „SEO მასტერკლასს“, რომელსაც თვენახევრის განმავლობაში ნიკო სამხარაძე წარუძღვება.

Upgaming-ი აღნიშნული პროექტით შესაძლებლობას გაძლევთ, გადადგათ ნაბიჯი პროფესიული განვითარებისკენ და აიმაღლოთ კვალიფიკაცია დასაქმების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებით. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი საშუალება გექნებათ, დასაქმდეთ Upgaming-ში და აქტიურად დაიწყოთ საერთაშორისო პროექტებზე მუშაობა.

კურსში მონაწილეობას მიიღებს 15 პირისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც შემდეგი სამი ეტაპის გავლის შემდეგ შეირჩევა:

  1. რეზიუმეების გადარჩევა
  2. კანდიდატების ტესტირება ინგლისურ ენაში და უნარების ტესტი/typing test
  3. გასაუბრება/ ქეისის განხილვა

კურსის განმავლობაში მონაწილეები გაივლიან თემებს, რომელიც SEO-ს მიმართულებით სიღრმისეული ცოდნის მიღებაში დაეხმარებათ და ასევე, ხელს შეუწყობთ, სწრაფად შეიძინონ ახალი პრაქტიკული უნარები.

SEO მასტერკლასის თემებია:

  1. შესავალი - რა არის და როგორ მუშაობს SEO;
  2. HTML საფუძვლები და საჭირო ხელსაწყოების გამოყენება;
  3. ვებგვერდის ტექნიკური ოპტიმიზაცია;
  4. ვებგვერდის შექმნა და მართვა WordPress-ზე;
  5. ვებგვერდის On-Page ოპტიმიზაცია;
  6. საძიებო სიტყვების მოკვლევა;
  7. SEO გამართული კონტენტის შექმნა და მენეჯმენტი bod;
  8. ვებგვერდის Off-Page SEO;
  9. ვებგვერდის SEO სტრატეგიის შექმნა;
  10. SEO ანალიტიკა და რეპორტინგი.

ვის შეუძლია SEO-ს მასტერკლასზე რეგისტრაცია?

როგორც Upgaming-ში განმარტავენ, აპლიკანტი შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს:

  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (მინიმუმ მესამე კურსელი);
  • ინგლისური ენა მინიმუმ b2 დონეზე;
  • ინტერესი ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.

არ გაუშვათ შესაძლებლობა ხელიდან, გაირღმაოთ ცოდნა SEO-ს მიმართულებით და დასაქმდეთ წამყვან საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია Upgaming-ში.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.

R