ავტორი:

"ხშირია შემთხვევები, როცა ბავშვები ქუჩაში, სკვერებში, სადარბაზოებში დაყრილი შპრიცებით და ნემსებით თამაშობენ... ხდება ჩხვლეტა" - ცნობილი ინფექციონისტი მშობლებს მიმართავს

"ხშირია შემთხვევები, როცა ბავშვები ქუჩაში, სკვერებში, სადარბაზოებში დაყრილი შპრიცებით და ნემსებით თამაშობენ... ხდება ჩხვლეტა" - ცნობილი ინფექციონისტი მშობლებს მიმართავს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მშობლებს მიმართავს, ყურადღება მიაქციონ ქუჩაში დაყრილ "შპრიცებსა" და ნემსებს, რომელთან შეხებაც შესაძლოა, ბავშვებს ჰქონდეთ.

"ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვები ქუჩაში, სკვერებში, სადარბაზოებში დაყრილი შპრიცებით და ნემსებით თამაშობენ. არაერთხელ ხდება ჩხვლეტა (სპეციალურად, ვითომ ექიმები არიან, ან შემთხვევით). ეს ძალიან სტრესულია ოჯახისთვის და ბავშვისთვისაც.

დგება სხვადასხვა კვლევის ჩატარების საჭიროება. მშობლებმა და მასწავლებლებმა ხშირად უნდა გააფრთხილონ ბავშვები, რომ შპრიცებთან და ნემსებთან შეხება დაუშვებელია. ასევე, უნდა ვუთხრათ, რომ თუ შემთხვევით ჩხვლეტის ფაქტი მოხდება, არ დამალონ და აუცილებლად დროულად ჩააყენონ უფროსები საქმის კურსში" - წერს ბუწაშვილი.