ავტორი:

გახდება თუ არა უკრაინის სამიზნე ოჩამჩირის პორტი?

გახდება თუ არა უკრაინის სამიზნე ოჩამჩირის პორტი?

"ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება", - განაცხადა სერგეი შამბამ მას შემდეგ, რაც ე.წ აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. თვეებით ადრე კი ჯერ ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია და შემდეგ სერგეი შამბაც აცხადებდნენ, რომ 2024 წელს ოჩამჩირეში ფუნქციონირებას დაიწყებდა რუსეთის სამხედრო პორტი.

მიუხედავად იმისა, რომ შამბამ ამ ბოლო განცხადებით რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსების გეგმა უარყო, ოჩამჩირეში სამხედრო პორტის ინფრასტრუქტურის განვითარება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ჯერ აპრილში, შემდეგ ივნისში გავრცელდა სატელიტური ფოტოები, სადაც ბაზაზე ახალი ნაგებობა ჩანს, ივლისში კი, ინტერნეტგამოცემა "ნავალ ნიუსის" ცნობით, ნოვოროსიისკიდან ოჩამჩირეში რუსული სამხედრო გემიც შევიდა. როგორც გამოცემა წერდა, შავი ზღვის პორტი, შესაძლოა რუსული ფლოტისთვის მნიშვნელოვან ნავსაყუდლად იქცეს უკრაინული საზღვაო დრონებისგან დასაცავად. სტატიაში აღნიშნულია, რომ ოჩამჩირის პორტში უკვე გაჩერებულია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე საპატრულო ხომალდი (ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ პორტში სამხედრო ხომალდი გამოჩნდა). საუბარია Pროჯეცტ 22870-ზე, რომელიც, მართალია, საბუქსირო-სამაშველო ხომალდად ითვლება, თუმცა ხშირად გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვისაც, სადესანტო გემების გასაცილებლად და საომარი მოქმედებების დროს სარაკეტო სისტემების გადასატანად. "ოჩამჩირე შეიძლება გახდეს პოლიტიკურად რთული სამალავი უკრაინული ძალებისგან", - ნათქვამია სტატიაში.

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: "ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით"

შამბა რუსულ მედიასთან ამბობს, რომ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება, იქ არის მხოლოდ სასაზღვრო პუნქტი, სადაც სასაზღვრო კატარღებია განლაგებული. მისი თქმით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროშიც: "რესპუბლიკაში მე-7 რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული. რუსეთის სასაზღვრო ჯარები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აფხაზეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერაზე"... წაიკითხეთ ვრცლად