ავტორი:

ფეხბურთის ლეგენდარული მწვრთნელი, სვენ გორან ერიქსონი გარდაიცვალა

ფეხბურთის ლეგენდარული მწვრთნელი, სვენ გორან ერიქსონი გარდაიცვალა

ფეხბურთის ლეგენდარული შვედი მწვრთნელი, სვენ გორან ერიქსონი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის სიმსივნეს ებრძოდა.

გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ფეხბურთის სპეციალისტმა გულშემატკივარს მიმართა და თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობდა.

"სერიოზული დაავადება მაქვს. საუკეთესო შემთხვევაში, 1 წელი ვიცოცხლებ, ყველაზე უარესში კი, უფრო ნაკლები. ამის თქმა ზუსტად შეუძლებელია, ამიტომ ჯობია, ამ საკითხზე საერთოდ არ ვიფიქრო", - ამბობდა ერიქსონი.

სანაკრებო დონეზე იყო ინგლისის, მექსიკის, კოტ დ'ივუარისა და ფილიპინების ეროვნული გუნდების მთავარი მწვრთნელი. მას მწვრთნელად მუშაობის 42-წლიანი კარიერა ჰქონდა.