ავტორი:

"ქართველი ქალების პირველი დამოუკიდებელი ასვლა უშბის მწვერვალზე" - რა ფოტოებს აქვეყნებს მთამსვლელთა ფედერაცია

"ქართველი ქალების პირველი დამოუკიდებელი ასვლა უშბის მწვერვალზე" - რა ფოტოებს აქვეყნებს მთამსვლელთა ფედერაცია

ქართველი ქალები პირველად ავიდნენ დამოუკიდებლად უშბის მწვერვალზე. ინფორმაციას საქართველოს მთამსვლელთა ფედერაცია ავრცელებს.

"ქართველი ქალების პირველი დამოუკიდებელი ასვლა უშბის მწვერვალზე.

არჩილ ბადრიაშვილის ჭაუხის სპორტული ბანაკის მონაწილეები მარიამ გელაშვილი და მაია სიჭინავა ჭაუხის მოსამზადებელი სპორტული შეკრების შემდეგ ესტუმრნენ სვანეთს, სადაც წყვილში დამოუკიდებლად გაიარეს მწვერვალ თეთნულდის სამიანი და ოთხიანი სირთულის მარშრუტები, ავიდნენ სამხრეთ შხარაზე და ჩრდილოეთ უშბაზე", - აღნიშNულია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.