ავტორი:

თურმე იცინოდა - ჯამბული მოვკალიო და მეზობლებმა არ დაუჯერეს" - რა დეტალები ხდება ცნობილი სოფელ აბედათში მომხდარ მკვლელობაზე

თურმე იცინოდა - ჯამბული მოვკალიო და მეზობლებმა არ დაუჯერეს" - რა დეტალები ხდება ცნობილი სოფელ აბედათში მომხდარ მკვლელობაზე

მკვლელობა მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბედათში ამ დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მალხაზ კვიტატიანმა მეზობელი, ჯამბულ კინტირაია სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. მამაკაცი ამ წუთებში ექსპერტიზაზეა გადასვენებული და მის ცხედარს ექსპერტიზის შემდეგ საკუთარ სახლში მიასვენებენ.

  • როგორც ადგილობრივები ამბობენ, ისინი მეზობლები არიან და მათ შორის ადრე კონფლიქტი არ ყოფილა. მკვლელობის მიზეზად ურთიერშელაპარაკება სახელდება. სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს ბრალდებული და უწყებამ ინფორმაციაც გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული მალხაზ კვიტატიანი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარტვილის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები 1964 წელს დაბადებული ჯ.კ. სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად ჯ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

"მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კვიტატიანია. მან მოკლა მეზობელი ჯამბულ კინტირაია, ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობენ, მათ შორის კონფლიქტზე ადრე არაფერი მსმენია, მკვლელობის მიზეზი არ ვიცით. ამ დილით მოხდა დანაშაული... წაიკითხეთ ვრცლად