დღეს, რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 47 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი შეტევა განახორციელა.
მასიური თავდასხმის დროს, სულ, რუსულმა ძალებმა 127 რაკეტა და 109 დრონი გამოიყენეს, რომელთაგან 102 რაკეტა და 99 დრონი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა.