იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე იუსტიციის ამინისტროს თანამშრომლის გარდაცვალების ამბავს ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს;
"დიდი ტრაგედიის მომსწრენი გავხდით გუშინ იუსტიციის სამინისტროში. ახალგაზრდა, გამორჩეული ნიჭისა და განათლების მქონე კეთილშობილი ადამიანის გარდაცვალება დიდი დანაკლისია თითოეული ჩვენგანისთვის.ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს და ჩვენს თანამშრომლებს.
სამწუხაროდ სოციალურ ქსელებში ვრცელდება სხვადასხვა სახის მანიპულაციური, მგრძნობიარე და სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია.
ყველას ვალია, პატივი ვცეთ გარდაცვლილის ხსოვნას, მის ოჯახსა და ახლობლებს, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან.ნებისმიერ სიტუაციაში, პირველ რიგში, უნდა დავრჩეთ ადამიანებად და გვახსოვდეს რაოდენ განმგმირავი ტკივილი შეიძლება მიადგეს სხვა ადამიანებს გაუაზრებლად ნათქვამი სიტყვით", - წერს რატი ბრეგაძე.
ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს ეზოში თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმციით, უწყების შენობის მაღალი სართულიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 30-წლამდე ქალია. შემთხვევა 27 აგვისტოს მოხდა, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.