"ტელეგრამის” შემქმნელი პაველ დუროვი პარიზში წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს და სასამართლოს გადასცეს - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული ტელეარხი BFMTV-ი ავრცელებს.
ცნობისთვის, “ტელეგრამის” შემქმნელი და საფრანგეთის მოქალაქე პაველ დუროვი პარიზში 24 აგვისტოს დააკავეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დუროვის დაკავებას პოლიტიკური მიზეზები არ გააჩნია.
დოკუმენტში მითითებულია, რომ "ტელეგრამთან“ დაკავშირებით საფრანგეთის მიერ საიდუმლოდ ჩატარებული გამოძიება იმაზე უფრო ვრცელია და იმაზე უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე აქამდე ცნობილი იყო.
საქმე ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამოძიების შესახებ საფრანგეთის პოლიციასთან თანამშრომლობაზე "ტელეგრამის“ მიერ უარის თქმას ეხება.