ოთხდღიანი სამუშაო კვირა არის სისტემა, როცა ბიზნესი თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, ყოველკვირეული სამუშაო გრაფიკი მთელი ერთი დღით შეამციროს.
tech.co წერს, რომ წელს, ვიდრე ოდესმე, ოთხდღიან სამუშაო კვირას, როგორც ოფციას, უფრო მეტი ბიზნესი სთავაზობს თანამშრომლებს. მეტიც, პანდემიის შემდეგ ოთხდღიან სამუშაო კვირაზე მთელს მსოფლიოში ექსპერიმენტი ჩატარდა, რომელშიც ასობით კომპანია და ათასობით თანამშრომელი მონაწილეობდა. შედეგი აბსოლუტურად დადებითი იყო.
ოთხდღიანი სამუშაო კვირა თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, თავიანთი ყოველკვირეული საათები ხუთის ნაცვლად ოთხ დღეში დაასრულონ, რაც მათ დამატებით დასვენების დღეს უტოვებს. თუმცა სისტემა სხვადასხვაგვარია. კერძოდ, ერთის მხრივ, თანამშრომლები კვირის განმავლობაში ნაკლებ საათს მუშაობენ, მეორეს მხრივ კი, სამუშაო საათების რაოდენობა იგივე რჩება და დღეების რაოდენობა ხუთიდან ოთხამდე მცირდება... წაიკითხეთ ვრცლად