მეუღლის და კიდევ 2 პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის, გია ფარადაშვილის განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებული აღიარებს, რომ დანაშაული ღალატის გამო ჩაიდინა.
"მან განმარტა, რომ ღალატის გამო ჩაიდინა. მისთვის ეს [ღალატი] ცნობილი გახდა შემთხვევის დღეს, როდესაც მან გარდაცვლილი მეგობრის და მეუღლის საუბარი მოისმინა. ამის შემდგომ განახორციელა ეს ქმედება.
მიმალვის შემდეგ თვითონ გამოცხადდა პოლიციაში და ჩაბარდა სამართალდამცავ ორგანოებს. 112-ს შეატყობინა და თვითონ გამოცხადდა“, - აცხადებს ადვოკატი.
"მასთანაც ღალატობდა. ამას განმარტავს. მან ასეთი პოზიცია გააჟღერა“,- აღნიშნავს ადვოკატი.
ადვოკატ გია ფარადაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე დაცვის მხარეს ალტერნატიული შუამდგომლობა არ ჰქონია.
"შესაბამისად, დაველოდებით წინა სასამართლოს სხდომას და შემდგომ ეტაპებზე მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, ფაქტი 28 აგვისტოს გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა. 39 წლის კაცმა მეუღლე და ორი მეგობარი მოკლა, რის შემდეგაც მიიმალა. მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის და რამდენიმე პირის მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.