ავტორი:

ვინ არიან ირანელი ძმები, რომლებსაც ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა სურთ?

ვინ არიან ირანელი ძმები, რომლებსაც ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა სურთ?

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით აშშ-ში ემიგრირებული ირანული უძრავი ქონებისა და IT ტექნოლოგიების ჯგუფი, Amidi Group დაინტერესდა, რომლის თანადამფუძნებელიც, საიდ ამიდი საქართველოში იმყოფება. ის აღნიშნულ საკითხზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესაც შეხვდა.

  • ვინ არიან Amidi Group-ის თანადამფუძნებელი ძმები ამიდები და რას წარმოადგენს კომპანია?!

Amidi Group-ის წინამორბედი ამიდის ოჯახის მიერ 1970-იანი წლების შუა პერიოდში დააარსებული Bella Industrial Group-ია, რომელიც ირანში მეშვიდე უმსხვილესი ინდუსტრიული და კერძო საკუთრებაში არსებული კონგლომერატი იყო. ჯგუფი თავიდან ფეხსაცმლის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი და დისტრიბუტორი იყო, შემდეგ კი ახალ ინდუსტრიებში გაფართოვდა, როგორიც არის ტყავის წარმოება, ტექსტილი, შეფუთვა, ტანსაცმლისა და საბანკო წარმოება.

1970-იანი წლების ბოლოს, ირანში არსებულმა სოციალურ-ეკონომიკურმა კლიმატმა ოჯახი აიძულა, აშშ-ში გადასულიყო, სადაც ბიზნესი კვლავ ნულიდან დაიწყო... განაგრძეთ კითხვა