ავტორი:

"ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა.კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება" - ივანიშვილი

"ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა.კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება" - ივანიშვილი

"მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და გვინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი არჩევნების შემდეგ განახორციელებს" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მადლობა გვინდა გადავუხადოთ ეკლესიას, უწმინდესსა და უნეტარესს, მღვდელმთავრებს, ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერისთვის.

მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა. საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწყიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ცნობისთვის, ხელისუფლებამ ეკლესიას მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესთავაზე. ამ თემაზე გაიმართა კონსულტაციები და მღვდელმთავრები ინიციატივის წინააღმდეგები იყვნენ.