ავტორი:

"ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად... მმართველ გუნდს ამისათვის მაქსიმალური ლეგიტიმაცია სჭირდება" - ბიძინა ივანიშვილი

"ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ  ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად... მმართველ გუნდს ამისათვის მაქსიმალური ლეგიტიმაცია სჭირდება" - ბიძინა ივანიშვილი

ისტორიულად, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა მთავარი საზრუნავი იყო გურულებისათვის. თქვენ დიდი ღვაწლი გაქვთ სხვადასხვა ეპოქაში საქართველოს გაერთიანებაში. ამ მხრივ ახლაც განსაკუთრებული მომენტი გვიდგას - ჩვენ ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად. მმართველ გუნდს ამისათვის მაქსიმალური ლეგიტიმაცია სჭირდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, ოზურგეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • როგორც მან მოსახლეობას განუმარტა, მმართველ პარტიას ოქტომბრის არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, რადგან, სწორედ ასეთ პირობებშია შესაძლებელი დამნაშავე პოლიტიკური აგენტურის გასამართლება და პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, ფსევდოლიბერალური ღირებულებებისგან ქართული საზოგადოების დაცვა და მზადება ქვეყნის გასაერთიანებლად.

"გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ მონიჭებული თითოეული მანდატი არის საქართველოს გაერთიანებისთვის მიცემული ერთი ხმა. სწორედ ამიტომ, „ქართულ ოცნებას“ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რადგან ჩემ მიერ ჩამოთვლილი საკითხები - დამნაშავე პოლიტიკური აგენტურის გასამართლება და პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, ფსევდოლიბერალური ღირებულებებისგან ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების დაცვა და მზადება საქართველოს გასაერთიანებლად სწორედ რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაშია შესაძლებელი,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.