ავტორი:

"ჩვენი უძვირფასესი ადამიანი ერთადერთს რასაც გვსაყვედურობს ხოლმე, ჩემზე ბევრს ნუ ილაპარაკებთო" - მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილზე

"ჩვენი უძვირფასესი ადამიანი ერთადერთს რასაც გვსაყვედურობს ხოლმე,  ჩემზე ბევრს ნუ ილაპარაკებთო" - მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილზე

ოზურგეთში "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მოქალაქეებს შეხვდნენ. მათ პარტიის ლიდერებმა სიტყვით მიმართეს. მამუკა მდინარაძემ პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წარდგენისას თქვა, რომ ივანიშვილი მათ ერთადერთი რამის გამო საყვედურობთ - "ჩემზე ბევრს ნუ ილაპარაკებთო".

  • "ერთი ჩვენი უძვირფასესი ადამიანი, ერთადერთს, რასაც გვსაყვედურობს ხოლმე, ამბობს, რომ ჩემზე ბევრს ნუ ილაპარაკებთო", - აღნიშნა მდინარაძემ.

მანამდე მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ლგბტ პროპაგანდის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა პროპაგანდასთან ბრძოლაა.