ავტორი:

კონსტანტინე პეტრიაშვილი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, აგვისტოს საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელა

კონსტანტინე პეტრიაშვილი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, აგვისტოს საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელა

კონსტანტინე პეტრიაშვილი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, აგვისტოს საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია აქვეყნებს.

"კონსტანტინე პეტრიაშვილმა 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის, უმცროსმა ძმამ, ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებული ჭიდაობა აჩვენა 92კგ წონით კატეგორიაში და პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

გასულ წელს, მან მოიპოვა ბრინჯაოს მედლები 80კგ წონით კატეგორიაში, მაგრამ წელს ავიდა ზედა წონაში(92კგ), მოიგო ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატი ნოვი სადში ივლისში და ახლა აქვს ორივე, კონტინენტური და მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულები.

პეტრიაშვილი იასპარეზებს 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც შემდეგ კვირას ესპანეთში, პონტევედრაში გაიმართება", - ნათქვამია ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.