ავტორი:

ირინკა კავსაძისა და გიორგი ტაბიძის ზღაპრული ქორწილი კახეთში - გიუიაანთ მეღვინეობის ზღაპრულმა სივრცემ ცნობილ სტუმრებს უმასპინძლა

ირინკა კავსაძისა და გიორგი ტაბიძის ზღაპრული ქორწილი კახეთში - გიუიაანთ მეღვინეობის ზღაპრულმა სივრცემ ცნობილ სტუმრებს უმასპინძლა

გასულ შაბათს, ლეგენდარული მსახიობის, კახი კავსაძის შვილიშვილი, მსახიობი ირინკა კავსაძე და ასევე მსახიობი გიორგი ტაბიძე დაქორწინდნენ. წყვილის ორწლიანი „ლავ სთორი“ ულამაზესი ქორწილით დაგვირგვინდა.

ჯვრისწერისა და საღამოს კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ირინკამ და გიორგიმ ჯვარი თბილისში, ქაშუეთის ტაძარში დაიწერა, შემდეგ კი მაყრიონთან ერთად კახეთში, ისტორიულ სოფელ მანავში, გიუაანის მეღვინეობაში გადაინაცვლეს, სადაც არაჩვეულებრივი გარემო ელოდათ.

ბოლო წლებში წყვილები ქორწილისთვის ხშირად ქალაქ გარეთ არაჩვეულებრივ გარემოს ეძებენ, სადაც ღია ცის ქვეშ შეუძლიათ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი დღე აღნიშნონ. ამისთვის კი თბილისიდან 40 კილომეტრში მდებარე ულამაზესი მარანი, საუკეთესო ადგილი აღმოჩნდა.

კახეთში ჩასულ სტუმრებს, ადგილზე საოცარი გარემო, ღვინის მოყვარულებისთვის გამორჩეული მწვანე და საფერავი, გიუაანის ღია საცურაო აუზი და უგემრიელესი კერძები დახვდათ. წვეულების შემდეგ კი სტუმრები კომფორტულ ნომრებში განთავსდნენ.

ირინა კავსაძისა და გიორგი ტაბიძის სიყვარულის ისტორია ორი წლის წინ დაიწყო. რამდენიმე თვის წინ დაინიშნენ. საზოგადოება მოუთმენლად ელოდებოდა წყვილის ქორწილს, რისთვის ზაფხულის მიწურული და კახეთის ზღაპრული გარემო აირჩიეს.

R