ავტორი:

“ბოკუ-ჭიჭე“ “ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლოა - “ლუზერები“ არიან: ერთი ძმა აკადემიურია, მეორე ჩახდილი“ - ირაკლი ზარქუა

“ბოკუ-ჭიჭე“ “ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლოა - “ლუზერები“ არიან: ერთი ძმა აკადემიურია, მეორე ჩახდილი“ - ირაკლი ზარქუა

“კოლექტიური “ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა პარტიაში არის განფენილი, “ლუზერები“ არიან. ჩემი “ხაბე“ დამიჩაგრეს - “ხაბე“, ახია შენზე, მაგრამ ვაფრთხილებდი, გამოგიყენებენ და გადაგაგდებენ-მეთქი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან ოპოზიციურ პარტიებზე საუბრისას განაცხადა.

“კოლექტიური“ნაცმოძრაობა“ განფენილია სხვადასხვა პარტიაში. იმდენად “ლუზერები“ არიან, რომ ძმა ძმას არ უჭერს მხარს და სხვა პარტიაში გადაბარგდა – ერთი ძმა აკადემიურია, მეორე ჩახდილი. “ლუზერები“ არიან. გაგიგიათ, ძმა გყავდეს და სხვა პარტიაში იყოს? იციან რასაც წარმოადგენენ - გაკოტრებული და ნული არიან. მათი მიდგომაა სიძულვილის ენა და ვაშაძის მანჭვა-გრეხა. ათი ახალგაზრდა ჰყავს – ხუთს ხუთიანის ფორმას აცმევს, მეორე ხუთს გახდის და იძახის, “ახალგაზრდებოო”, სირცხვილია, კომედიაა.

ამ დონეზე არიან დაცემული - “ბოკუ-ჭიჭე“ ამათი სიმბოლოა. ჩემი “ხაბე“ დამიჩაგრეს. “ხაბე“, ახია შენზე, მაგრამ ვაფრთხილებდი, გამოგიყენებენ და გადაგაგდებენ-მეთქი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.