რუსების მიერ პოლტავის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა, 200-ზე მეტი დაჭრილია.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს. “თავდასხმის შედეგად 18:00 საათის მდგომარეობით ცნობილია გარდაცვლილი 51 ადამიანისა და 200-ზე მეტი დაჭრილის შესახებ. ნაწილობრივ დანგრეულია კავშირის ინსტიტუტის ერთ-ერთი შენობა, საავადმყოფო და ახლომდებარე სახლები”, - ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცავების ცნობით, 2024 წლის 3 სექტემბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო თავდასხმა განახორციელეს უკრაინის ქალაქ პოლტავაზე, წინასწარი ინფორმაციით, 2 “ისკანდერ-მ” რაკეტით.