ტრევის შადრევანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია. ყოველწლიურად შადრევანში €1 მილიონზე მეტის თანხა გროვდება, თუმცა რა თქმა უნდა, ამ ფულს წყალში არავინ ტოვებს და მას სხვადასხვა მიზნით ხარჯავენ.
რომში, სპეციალური ჯგუფი შადრევანში გადაყრილ მონეტებს კვირაში ორჯერ აგროვებს. თანხა კი ქველმოქმედებაში იხარჯება.
გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წელს შადრევნიდან დაახლოებით 1,55 მილიონი დოლარი შეგროვდა.თანხა კარიტასის ოფისში მიაქვთ, სადაც გასაშრობად უზარმაზარ მაგიდაზე ათავსებენ. შემდეგ მონეტები გადაეცემა კარიტასს, არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელსაც კათოლიკური ეკლესია მართავს. ის ფულს იყენებს რომში კვების ბანკის, სამზარეულოს და კეთილდღეობის პროექტების დასაფინანსებლად.
ამასთან ერთად, თანხა რომის გარეუბანში მდებარე კომპლექსის მოვლაზეც იხარჯება. კომპლექსი მოხუცთა სახლს, სასადილოსა და სტომატოლოგიურ მომსახურებას აერთიანებს, რომელიც სიღარიბეში მცხოვრები ქალაქის მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი.
შადრევანში მონეტის გადაგდების რიტუალი პოპულარული 1954 წელს გადაღებული ფილმის – "სამი მონეტა შადრევანში“ – შემდეგ გახდა.
ლეგენდის თანახმად, მონეტის წყალში გადაგდება ნიშნავს, რომ ტურისტი იტალიის დედაქალაქში დაბრუნებას კვლავ მოახერხებს.