თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ.
როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, საკრებულოს წევრს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ.
არსებული ინფორმაციით, ეძგვერაძის საცხოვრებელ სახლთან პოლიციაა მობილიზებული.
მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის, უცნობია.