თბილისში ახალი გამორჩეული სივრცე, ფსიქოლოგიისა და სექსოლოგიის ცენტრი „4&8“ გაიხსნა. ცენტრი აერთიანებს რამდენიმე მიმართულებას, რომლებიც კომპლექსური მიდგომით სქესობრივი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფენ. კერძოდ, "4&8" გთავაზობთ შემდეგი ოთხი ძირითადი მიმართულების დიაგნოსტირებას და მკურნალობას:
თითოეული დასახელებული მიმართულება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, როცა საქმე ქალის სქესობრივ ცხოვრებას ეხება. თანამედროვე ქალისთვის სრულყოფილი სქესობრივი ცხოვრება კი უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ მათთვის შეიქმნა განსაკუთრებული ცენტრი, რომელიც სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას ერთ სივრცეში სთავაზობს.
ცენტრის შემქმნელია ესთეტიკური კლინიკების ცენტრის „ნეო-ნეოს“დამფუძნებელი ეკა დარასელია, რომელსაც ესთეტიკურ გინეკოლოგიაში უკვე დიდი გამოცდილება აქვს და ამჯერად ქალებს კიდევ უფრო სრულყოფილ და მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს.
ესთეტიკური გინეკოლოგიის მიმართულებები და პრობლემა რეალურია და ყურადღებას საჭიროებს. სრულყოფილი სექსუალური ცხოვრება დაკავშირებულია როგორც ქალის ჯანმრთელობასთან, ისე მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასთან. მართალია, ეს თემა გარკვეულწილად ტაბუდადებული იყო წლების განმავლობაში, მაგრამ დღეს ასე აღარ არის და უამრავი ქალი სათანადო ყურადღებას აქცევს საკუთარ სექსუალურ ცხოვრებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ცენტრი „4&8“ მკაფიოდ აცნობიერებს იმ საკითხსაც, რომ ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა ჯერ კიდევ საჭიროა. სწორედ ამიტომ, ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძესთან ერთად, გთავაზობთ გადაცემების სერიას, რომელიც სწორედ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. აქტუალურ კითხვებს კლინიკის კვალიფიციური ექიმები უპასუხებენ. გადაცემის მიზანია, ქალებმა პრობლემები განსხვავებული რაკურსით დაინახონ და მიიღონ რჩევები, რომლებიც მათი გადაჭრის გზების მოძიებაში დაეხმარება. კლინიკის პროფესიონალი ექიმები კი უკვე დაეხმარებიან დიაგნოზის დასმასა და მკურნალობის სწორად წარმართვაში.
ცენტრის მისამართია ელიზბარ მინდელის 7ბ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე 514 00 44 88.
R