ავტორი:

“ჩვენ საზოგადოებად აღარ ვიწოდებით, რადგანაც ჩვენ, “გადმოგდებული ძვლის“ დასაუფლებლად მყეფარე და მოჩხუბარი ძაღლების მსგავსნი გავხდით“

“ჩვენ საზოგადოებად აღარ ვიწოდებით, რადგანაც ჩვენ, “გადმოგდებული ძვლის“ დასაუფლებლად მყეფარე და მოჩხუბარი ძაღლების მსგავსნი გავხდით“

“ჩვენ საზოგადოებად აღარ ვიწოდებით, რადგანაც ჩვენ, “გადმოგდებული ძვლის“ დასაუფლებლად მყეფარე და მოჩხუბარი ძაღლების მსგავსნი გავხდით (ყველას გვინახავს ქუჩის ძაღლები სხვა ტერიტორიიდან მოსულ თანამოძმეებს როგორ აგდებენ, რიყავენ)“.

“ჩალაძის სპექტაკლის ნახვის შემდეგ, სხვა თვალით შევხედე, სხვაგვარად შევაფასე “უბედურება“. რეჟისორმა მაყურებელს შესთავაზა ძალიან, საინტერესო, თანამედროვეობის ამსახველი და თანამედროვე პრობლემებით დატვირთული წარმოდგენა“.

​თეატრის კრიტიკოსი მაკა ვასაძე:

“გიორგი ჩალაძემ კარგად იცის რისი თქმა უნდა და ასევე კარგად იცის როგორ თქვას ის, რაც მას აწუხებს. ახალგაზრდა რეჟისორი მიკროსამყაროს ხატავს, რომელიც პროვინციალური აზროვნების საზოგადოებაა, რომელსაც არ გააჩნია მიმღებლობის და სოლიდარობის გრძნობა. ის გვიხატავს მოჩვენებით და ფარისეველ ადამიანებს, რომლებსაც თითქოს სურთ მეზობლის, მეგობრის, ოჯახის წევრის გადარჩენა, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ცრურწმენებს და დაბალ ინტელექტს ისინი სხვა რელსებზე, სხვა “ღირებულებებზე“ გადაჰყავს.

გიორგი ჩალაძემ კლდიაშვილის კოლორიტული და მისტიციზმით გაჯერებული სიუჟეტური ესკიზი აბსოლუტურად თანამედროვე ამბად აქცია. რეჟისორმა მოარღვია ეპოქის და გეოგრაფიის ჯებირები, რამაც წარმოდგენა მიმზიდველი, სანახაობრივი და აზრობრივად დატვირთული გახადა“.

თეატრის კრიტიკოსი ლაშა ჩხარტიშვილი:

ასეთი გამოხმაურება ჰპოვა რეჟიოსრ გიორგი ჩალაძის მორიგმა ნამუშევარმა მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე.

თეატრი ახალ, 98-ე სეზონზე წარმოგიდგენთ გიორგი ჩალაძის ერთ მოქმედებიან დრამას “ ბრმა ძაღლები“. სპექტაკლი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. 20 და 21 სექტემბერს 19 საათზე, ხოლო 24 სექტემბერს 18 საათზე.

R