ავტორი:

“ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს: სურთ ევროპულ გზას გაყვნენ თუ “რუსკი მირის” - რასა იუკნევიჩიენე

“ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს: სურთ ევროპულ გზას გაყვნენ თუ “რუსკი მირის” - რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებით, “ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში წევრობა სრულიად შეუთავსებლები არიან“.

როგორც იუკნევიჩიენე “ტვიტერზე” წერს, შემოდგომაზე ქართველებმა უნდა აირჩიონ სურთ ევროპულ გზას გაყვნენ თუ “რუსკი მირის” გზას.

“რამდენიმე მოსაზრება თბილისში ჩემი ვიზიტიდან: ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში წევრობა სრულიად შეუთავსებლები არიან. საბედისწერო შემოდგომა ელის ქართველ ხალხს. მათ უნდა აირჩიონ, სურთ ევროპულ გზას გაყვნენ თუ “რუსკი მირის” გზას.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვებით, “ქართული ოცნების” პარტია რეალურად ნამდვილი ქართული კოშმარია. ქართველებმა ყურადღებით უნდა აირჩიონ”, - წერს იუკნევიჩიენე.