რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკის რაიონის ქალაქ კონსტანტინოვკაზე საარტილერიო იერიში მიიტანეს. შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა სამი ადამიანი.
თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთაგან ყველა მამაკაცია, რომელთაგან ყველაზე პატარა 24 წლის, ყველზე დიდი კი 69 წლის არის. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს. მისივე ცნობით, თავდასხმის შედეგად განადგურებულია ელექტროგადამცემების სამი ხაზი, აფთიაქი, 6 ავტომობილი, მაღაზია, ადმინისტრაციული შენობა და მრავალსართულიანი სახლი.
„რუსებმა საარტილერიო იერიში მიიტანეს ქალაქზე, მოკლეს სამი მამაკაცი. სამმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, მათ გაეწიათ საჭირო სამედიცინო დახმარება.. არ დააყენოთ თავი საფრთხის ქვეშ, მოახდინეთ დროული ევაკუაცია“,- განაცხადა ვადიმ ფილაშკინმა.