ავტორი:

რუსი კომიკოსი ხუმრობის გამო დააკავეს: რა არის ცნობილი გავრილოვის საქმეზე - "მისი ვიდეო, რომელიც თბილისშია გადაღებული, 2023 წელს "აღმოაჩინეს“

რუსი კომიკოსი ხუმრობის გამო დააკავეს: რა არის ცნობილი გავრილოვის საქმეზე - "მისი ვიდეო, რომელიც თბილისშია გადაღებული, 2023 წელს "აღმოაჩინეს“

ნიჟნი ნოვგოროდის სასამართლომ სტენდ-აპ-კომიკოსს დიმიტრი გავრილოვს ადმინისტრაციული პროტოკოლით 13-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა - მას "სიძულვილის გაღვივებაში" ედება ბრალი.

გადაწყვეტილება ორშაბათს ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

  • გავრილოვის დაკავების მიზეზი გახდა ვიდეო, რომელშიც, სამართალდამცავების თქმით, შეინიშნებოდა "ადამიანის ღირსების დამცირების ნიშნები ეროვნების, ენის, წარმომავლობისა და სოციალური ჯგუფის წევრობიდან გამომდინარე".

როგორც სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია აღნიშნული, ვიდეო, რომელიც თბილისშია გადაღებული, 2023 წლის 20 იანვარს „აღმოაჩინეს“.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?22" data-telegram-post="opersvodki/22753" data-width="100%"></script>

თბილისში გამართულ ღონისძიებაზე გავრილოვი ხუმრობს რუსებზე, მობილიზაციის გამო მშობლიური ქვეყნიდან გამგზავრებაზე და ქართველების დამოკიდებულებაზე.

მოგვიანებით, ტელეგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, გავრილოვმა ბოდიში მოიხადა „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის“ და რუსი სამხედროების „დისკრედიტაციისთვის“.

ცნობისთვის, დიმა გავრილოვი მრავალი კომედიური პროექტის მონაწილეა. 2022 წლის სექტემბერში, რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, იგი რუსეთიდან საქართველოში გაემგზავრა.